ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა: "მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი"

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა: "მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი"

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.

მას ეჭვი ეპარება, რომ მომხდარ დანაშაულში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებდეს. გარდაცვლილის მამა ასევე არ ეთანხმება ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილ დათო სარალიძეს იარაღი მხოლოდ ერთხელ მოუქნია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის ობიექტური და სამართლებრივი გამოძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდეს.

"ორ არასრულწლოვანს რატომ უნდა მოსვლოდა აზრად თავში, რომ 12 ჭრილობა მიაყენოს ერთ ადამიანს?! ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შემთხვევით გამვლელი ლევან დადუნაშვილიც მოკლეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში მეტი პოროვნება მონაწილეობდეს, მაგრამ ჯერჯერობიოთ ორი იარაღია ამოღებული და ორ პიროვნებაზე კეთდება აქცენტი.

არ ვეთანხმები ადვოკატის განცხადებას, რომ ერთხელ მოუქნია მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი. თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთხელ მოუქნია დანა, მეორე პირი 11-ჯერ ვერ მოასწრებდა დანის დარტყმას, ეს გამორიცხულია.

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყო მიყვანილი. არა იმის გამო, რომ ჩემი შვილია დაღუპული, იმის გამო, რომ ეს მეორედ არ მოხდეს. თუ ვინმე დაუსჯელი დარჩა, თუ ეცადნენ, რომ შემამსუბუქებელი გარემოებით შეუმსუბუქეს სასჯელი, ჩათვალეთ, რომ ყველა მოზარდი იმას იფიქრებს, რომ მეც იგივეს გავაკეთებო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი