საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა განახევრდება

საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა განახევრდება

საბავშვო ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობა განახევრდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფებში ბავშვების განახევრება ახალი ბაღების მშენებლობის შედეგად, მომავალი წლიდან იგეგმება.

როგორც გვანცელაძემ განმარტა, მომავალ წელს 13 ახალი ბაღი გაიხსნება და 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება.

"მომავალ წელს 13 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება, ასევე 10 ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ბაღები ჩვენ ამ კუთხით უნდა განვტვირთოთ. თითოეული ახალი ბაღი დაახლოებით 400 ბავშვზეა გათვლილი, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა უფრო მაღალია", - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, წელს სააგენტომ საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა 95%-ით დააკმაყოფილა.

თბილისში 161 საბავშვო ბაგა-ბაღია, სადაც 61 000-ზე მეტი ბავშვია აღრიცხული.

ნახეთ ასევე: თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული საბავშვო ბაღები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი