"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არც კი გამოუკითხავთ" - მოსწავლის მკვლელობისთვის ბრალდებული მოზარდის ადვოკატი

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არც კი გამოუკითხავთ" - მოსწავლის მკვლელობისთვის ბრალდებული მოზარდის ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ.

როგორც ტარიელ კაკაბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაბამისად, გ.ჯ-ს დანაშაული არ უღიარებია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არც კი გამოუკითხავთ. შესაბამისად, ვერც დანაშაულის დეტალებზე ისაუბრებდა", - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა, რაც საქმეში ჩაიდო.

ამასთან, სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა ბრალდებულის მიერ მომხდარის დეტალებზე საუბრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა სასამართლომ საქმეს მტკიცებულად მაინც დაურთო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ