ინგოროყვას კლინიკის ექიმი - დაჭრილ მოზარდს შოკის საწინააღმდეგო თერაპია უტარდება, მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

ინგოროყვას კლინიკის ექიმი - დაჭრილ მოზარდს შოკის საწინააღმდეგო თერაპია უტარდება, მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

ინგოროყვას კლინიკაში დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, - ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა", - აღნიშნა ექიმმა.

მისივე თქმით, დაზიანებული იყო პერიკარდიუმი, გული არ იყო დაზიანებული.

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი დღეს დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ: რას ყვებიან თვითმხილველები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მომხდარ დაპირისპირებაზე

რას ყვება სკოლის დირექტორი დაჭრილ მოზარდზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი