რას ამბობენ მეგობრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილ მოზარდზე

რას ამბობენ მეგობრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილ მოზარდზე

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში მოზარდის დაჭრის საქმეზე, ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონის სამმართველოში, დაჭრილის ახლობლების გამოკითხვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა და ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა. სამართალდამცველები ინგოროყვას კლინიკაშიც იმყოფებიან.

როგორც Ambebi.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უწყების პრესსამსახურში კონკრეტიკისგან თავის იკავებენ.

რაც შეეხება დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ სტაბილურად მძიმედაა. კლინიკაში იმყოფებიან მისი მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებსაც კომენტარის გაკეთება არ სურთ. მოზარდის მეგობრების განცხადებით კი, დაზარალებული კონფლიქტური არ არის, მომხდარზე კი ვერსიები არ აქვთ. მათი ნაწილი გამორიცხავს, რომ ინციდენტში დაჭრილი მოზარდის სკოლელები მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: რას ყვებიან თვითმხილველები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მომხდარ დაპირისპირებაზე

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს" - სახალხო დამცველი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე