ლევან იზორია: "აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"

ლევან იზორია: "აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"

"მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს იმ რეფორმების აღიარებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებამ განახორციელა.

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის "ჯაველინების" შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს, გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება.

ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ამ სისტემის გადმოცემისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენ ვითხოვდით ამ სისტემის გადმოცემას. ეს მთელი სახელმწიფოს მიღწევაა და მინდა მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის მთლიანი ღირებულება, 75 მილიონი დოლარია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საქართველო ქვეყანა Javelin-ის 410 მართვად რაკეტას, 72 გამშვებ დანადგარს, 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობასა და 70 სიმულაციურ ჭურვს მიიღებს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, FGM-148 აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოჩნდა, ის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომლის გამოყენებაც ასევე ჯავშანტექნიკის, ბუნკერების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგაც შეიძლება. ულტრათანამედროვე კომპლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერთობლივი კომპანია აწარმოებს.

Javelin-ის რაკეტა აღჭურვილია, თვითდამიზნების რთული ინფრაწითელი ქობინით, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 2.5 კილომეტრია. თუმცა, 2017 წლის სატესტო მოდელებმა ეს მანძილი 4.5 კილომეტრამდე გაზარდეს...

აეროდინამიკური სქემის საშაულებით, Javelin-ის რაკეტას შეუძლია მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანოს, როგორც პირდაპირ, ისე ბალისტიკური ტრაექტორიით, ზემოდან, რაც თითქმის ნებისმიერი და რაც მთავარია, ძვირადღირებული სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა.

საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად, - FGM-148 Javelin-ის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მებრძოლებმა 2017 წლის აგვისტოში, ვაზიანში, "ღირსეული პარტნიორის" სწავლების დროს გამოიყენეს  წაიკითხეთ მეტი Javelin-ის შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."