გიორგი გახარია - ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში

გიორგი გახარია - ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში

საქართველოს შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში.

როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გახარიამ განაცხადა, მათი საქართველოში შემოსვლა საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია.

"არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ. საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ხდებოდა თუ არა იმ ბინაზე, სადაც ჩატაევი და მისი თანამზრახველები ცხოვრობდნენ, ოპერატიული მოქმედებები, ეს გამოძიების თემაა.

"რეალურად, ამ სპეცოპერაციის დროს ძირითადი ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების უსაფართხოება. ამიტომ გაგრძელდა სპეცოპერაცია ამდენი ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, იყო ტრაგედია. თქვენ რომ შეადაროთ მსგავსი ოპერაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, საკმაოდ კარგად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული", - აღნიშნა გახარიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ