სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ დღეს გამართული მატჩების შემდეგ საჭირო გახდა იმ კოეფიციენტთა კორექცია, რითაც ბუქმეკერები ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრების საჩემპიონო შესაძლებლობებს აფასებენ.
ურუგვაისთან უგერგილო მატჩის შემდეგ ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაუარესდა საფრანგეთის კოეფიციენტი, ხოლო გაჩემპიონებაზე გერმანელთა "აქციების ფასმა", ავსტრალიელებთან დიდი ანგარიშით გამარჯვების გამო, ერთი-ორად მოიმატა.
ბუკმეკერული კანტორის "უილიამ ჰილის" პროგნოზით, ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი კვლავ ესპანეთის ნაკრებს აქვს, კოეფიციენტით – 4,5. ბრაზილიელთა შესაძლო ტრიუმფი 5,5 კოეფიციენტით განისაზღვრება. მესამე ამ სიაში კი არგენტინაა – 7.0.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.