ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემაში "ცენზურის გარეშე", ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით" - ნათქვამია განცხადებაში.

კულტურის პალატის პრეზიდენტ, დავით ოქიტაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ხატია წამალაშვილს შორის, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში დაპირისპირება მოხდა. მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დავით ოქიტაშვილმა ხატია წამალაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყალი შეასხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ