"ბიტკოინით ვაჭრობა აზარტულ თამაშს ჰგავს"

"ბიტკოინით ვაჭრობა აზარტულ თამაშს ჰგავს"

"მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ წელს ბიტკოინის ფასმა ძალიან სწარაფად მოიმატა, ასე რომ კორექტირება მოსალოდნელი იყო" , - ამის შესახებ Sein Sanelma, ASR Wealth Adviser-ის წარმომადგენელმა განაცხადა.

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი პარასკევს ბიტსპამპის გაცვლით ბირჟაზე 14 000 აშშ დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. მისი ფასი დაახლოვებით 30%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში მისი ღირებულება რეკორდულ 20 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა.

კრიპტოვალუტის ფასმა, რომელიც წლის დასაწყისში საშუალოდ 1000 აშშ დოლარი ღირდა, კვირას რეკორდულ ნიშნულამდე - 19 666 აშშ დოლარამდე მოიმატა, მას შემდეგ რაც "CME გრუპმა" ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი თითქმის მესამედით გაუფასურდა.

ბიტკოინი ცნობილია თავისი ძლიერი რყევებით. ნოემბერში ის თითქმის 30%-ით გაუფასურდა - 7 888 აშშ დოლარიდან 5 555 აშშ დოლარამდე. სექტემბერში 40%-ით გაუფასურდა, 4 979 აშშ დოლარიდან 2 972 აშშ დოლარამდე.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."