უზბეკური სათვისტომოს მტკიცებით, ჯალალ-აბადში შეტაკებებისას 700 უზბეკი დაიღუპა

უზბეკური სათვისტომოს მტკიცებით, ჯალალ-აბადში შეტაკებებისას 700 უზბეკი დაიღუპა

ჯალალ-აბადში შეტაკებების შედეგად 700 უზბეკი დაიღუპა. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ უზბეკური სათვისტომოს წარმომადგენლები აცხადებენ.

"შეტაკებებისა და ხანძრების დროს 700 უზბეკი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა", - განაცხადა ადგილობრივი უზბეკური სათვისტომოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

ყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 118-მდე გაიზარდა. ოშში უზბეკებთან დაპირისპირებები სამი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ოშში, ოშშის ოლქის რაიონებში, ქალაქ ჯალალ-აბადსა და ჯალალ-აბადის ოლქში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?