ეთნიკურ კონფლიქტში ჩართული ყირგიზებისა და უზბეკების სათვისტომოების წარმომადეგნლებმა ჯალალ-აბადში მოლაპარაკება გამართეს.
ქალაქის კომენდატის, კუბატბეკ ბაიბოლოვის განცხადებით, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მოქალაქეებმა იარაღის ჩაბარება დაიწყეს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცეცხლსასროლილი იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარება, შესაძლებელია საუბარი დაძაბულობის მოხსნაზეც", - აღნიშნავს კომენდატი.
ყირგიზებსა და უზბეკებს შორის მასობრივი შეტაკებების შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებები 11 ივნისს დაიწყო.