მესტიაში მოკლული ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია

მესტიაში მოკლული ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია

მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან", ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, მკვლელობა პოლიტიკას არ უკავშირდება.

"არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სარჩული და მისი მკვლელობა არც მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხება. უბრალოდ, ლომურ ნიგურიანმა თოვლი ბიძაშვილის ეზოში გადაყარა, რასაც შელაპარაკება მოყვა. მკვლელობა სავარაუდოდ, აფექტის ნიადაგზე მოხდა, - განაცხადა მან.

ლომურ ნიგურიანის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზეა გადასვენებული. 

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ