"მე მამშვიდებს, მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო..." - მსახიობ გიორგი მახარაძის დედა შვილის მძიმე დიაგნოზზე

"მე მამშვიდებს, მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო..." - მსახიობ გიორგი მახარაძის დედა შვილის მძიმე დიაგნოზზე

მსახიობ გიორგი მახარაძეს 2 კვირის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას ოპერაცია გაუკეთეს და ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. 27 წლის მსახიობი დიაგნოზს არ ეპუება, თავს მხნედ გრძნობს და დედას, თეონა ჩივაძეს ამხნევებს. დიაგნოზის გადამოწმების მიზნით, დედა-შვილი 3 იანვარს თურქეთში მიემგზავრება. შვილის მძიმე დაავადების შესახებ, ახალგაზრდა დედამ, თეონა ჩივაძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ქალბატონო თეონა, როდის დაუდგინდა გიორგის დიაგნოზი და რომელ ორგანოზზეა საუბარი?

- არ გვინდა დაკონკრეტება, უბრალოდ გეტყვით, რომ ოპერაცია 2 კვირის წინ გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს. გადავწყვიტე წავიყვანო თურქეთში, სადაც ახლობლები მყავს და იქ თავიდან დასვან დიაგნოზი, დანიშნონ მკურნალობა.

- რამე აწუხებდა აქამდე?

- უეცრად აიტკივა თავი, მერე სხვა ორგანოები. საქართველოში თუ ვინმე პროფესორი იყო, ყველასთან მყავდა. უცებ დაისვა დიაგნოზი, გაკეთდა ოპერაცია... თავიდანვე სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი. მერე ჩატარდა მორფოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეა. დახოცილები ვართ. სულ არ წარმოგვედგინა ამ ყველაფრის წინაშე თუ დავდგებოდით...

წაიკითხეთ: რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილი სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

- გიორგი რა მდგომარეობაში, როგორ გრძნობს თავს?

- აქეთ მამშვიდებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სულაც არ არის სანერვიულო. ნახე როგორ კარგად ვიქნებიო - ასეთი განწყობა აქვს. ჯვარი გვწერია, ისეთი მდგომარეობა არ არის, ქუჩაში ვერ გადიოდეს და იწვეს. ჩვეულებრივად არის, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ სადმე კერა არ იყოს წაიკითხეთ მეტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი