ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო "აკიპრესზე" დაყრდნობით იუწყება.
"სულ ექიმებს დახმარებისთვის 1 685 მოქალაქემ მიმართა. მათგან 824 ჰოსპიტალიზებულია, ამბულატორიული დახმარება კი 739-ს აღმოუჩინეს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უზბეკური სათვისტომოს მტკიცებით კი, ჯალალ-აბადში შეტაკებების შედეგად 700 უზბეკი დაიღუპა.
ოშში ეთნიკურ საფუძველზე დაპირისპირებები სამი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. ყირგიზები და უზბეკები წვავენ ავტომანქანებს, ძარცვავენ მაღაზიებს, ბაზრებსა და საცხოვრებელ სახლებს.