ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია

ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია

ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ოფიციალური მონაცმებით, 170-ს მიაღწია. ამასთან, უზბეკური სათვისტომოს მტკიცებით, ჯალალ-აბადში 700-ზე მეტი უზბეკი დაიღუპა.

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისის დილისთვის იმ პირთა რიცხვმა, რომლებმაც ოშისა და ჯაჯალ-აბადის ოლქებში სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს, 1762 შეადგინა, ამათაგნ ჰოსპიტალიზებულია - 826.

ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები ყირგიზეთის ოშისა და ჯაჯალ-აბადის ოლქებში 11 ივნისს დაიწყო.

ამასთან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა გუშინ გამარულ კონსულტაციებზე ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები დაგმეს. მათ დაპირისპირებულ მხარეებს სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ხოლო ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუყონებლივი მიწოდებისაკენ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?