კომპანია "მაიკროსოფთმა" Xbox 360-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომპანია "მაიკროსოფთმა"  Xbox 360-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომპანია "მაიკროსოფტმა" სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის თხელი ვარიანტი გამოუშვა. დანადგარი აშშ-ის მაღაზიებში მალე გამოჩნდება.

როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, Xbox 360-ის ახალი მოდელის კომპლექტაციაში შედის 250-გიგაბაიტიანი მყარი დისკი.

ამასთან, კონსოლს ერთვის ადაპტერი Wi-Fi, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებს უკაბელო ქსელში ჩასართველად აღარ დასჭირდებათ დამატებითი აქსესუარების შეძენა.

აშშ-ში კონსოლის ახალი ვერსია 299 დოლარი ეღირება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით. 

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)