ორ წელიწადში არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ აბუ-დაბის სიახლოვეს ამოქმედდება მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნავთობით უმდიდრესი მხარე სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ალტერნეტიულ ენერგეტიკას.
ამ გრანდიოზულ პროექტს, რომელსაც Shams 1 ეწოდება, ენერგოკომპანია Masdar პარტნიორების დახმარებით განახორციელებს. მზის ელექტროსადგური, რომლის მშენებლობა 600 მილიონი დოლარი დაჯდება, 2,5 კვ კილომეტრ ფართობზე გაშენდება.
მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 100 მეგავატით განისაზღვრება, რაც 62 ათასი ბინის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად საკმარისია.
მომზადებულია membrana.ru-ს მიხედვით.