ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან საქართველოს 8 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა ყაზახეთსა და ყირგიზეთში პაატა კალანდაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ოშის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩაიყვანენ.
პაატა კალანდაძის განცხადებით, ევაკუაციაზე უარი თქვა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ.
"მათ ოშში კერძო საკუთრება აქვთ და ამიტომ ბიშკეკში გადაყვანაზე უარი თქვეს", - განმარტა პაატა კალანდაძემ.