ყირგიზეთი რუსეთს სტრატეგიული ობიექტების დაცვას სთხოვს

ყირგიზეთი რუსეთს სტრატეგიული ობიექტების დაცვას სთხოვს

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა რუსეთს სტრატეგიული ობიექტების დაცვას სთხოვს. ამის შესახებ ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო "24.კგ" დროებითი მთავრობის წარმომადგენლის ელიმბეკ კაპტაგაევის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კაპტაგაევი შიშობს, რომ ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე არეულობის უკან მდგარმა დესტრუქციულმა ძალებმა შესაძლოა, სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიები მოაწყონ, მათ შორის ტოკტოგულსკის წყალსაცავის კაშხალზე. კაშხლის გარღვევა კი, მთელ რეგიონს საფრთხეს შეუქმნის.

"მზად ვართ, მსგავსი ობიექტების დასაცავად დახმარება მივიღოთ. ამასთან, ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება თავად დროებითმა მთავრობამ უნდა შეძლოს", - განაცხადა კაპტაგაევმა.

ამასთან, დროებითი მთავრობის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ოშის არეულობის ორგანიზატორებმა დისლოკაცია უკვე შეიცვალეს და ქვეყნის ჩრდილოეთში გადაინაცვლეს.

რუსეთს სამშვიდობოების გაგზავნა დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ როზა ოტუნბაევამ 12 ივნისს სთხოვა. ყირგიზეთში რუსი მედესანტეების ნაწილი უკვე ჩავიდა.

ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მოროდიორობის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 170 ადამიანია დაღუპული. თვითმხილველების ინფორმაციით კი, ოშში შეტაკებებისას 2000-მდე უზბეკი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?