სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე მის წინაამდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე მის წინაამდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენს.

"გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს "განაჩენი" ჩემს წინააღმდეგ არის სრულიად უკანონო და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს.

შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე და იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი სერიოზული ვერ აღმოაჩინა: არც კორუფციის ფაქტები, არც სხვა სამართალდარღვევები.

მაგრამ ეს "განაჩენი", ისევე როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემს წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან.

ის, რომ ამ წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი ქართველი და უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემს წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა, არავისთვისაა საიდუმლო. მან ეს კიდევ ერთხელ ბოლო პრესკონფერენციაზე გაიმეორა. პუტინს, პოროშენკოს და ივანიშვილს შეუძლიათ აკეთონ ჩემ წინააღმდეგ რაც მოესურვებათ, მაგრამ ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ოლიგარქარტზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ხალხის დამცირებაზე ჩვენი ხალხების სრულ გამარჯვებამდე!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში, ოქტომბრის სასახლის დაკავების მცდელობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ გამოთქმული მუქარების საქმეზე დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაკითხვა კიევის დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 14:00 საათზე) შედგება.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ ამბებთან დაკავშირებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."