"კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა..." - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის შესახებ

"კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა..." - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის შესახებ

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, მის შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პანკისში დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მამამ 26 დეკემბერს მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელებმა, რომლებმაც მის მძინარე შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში შეიჭრა, თემირლანს ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, ეს კი სპეცრაზმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეგონა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა. აქედან გამომდინარე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სპეცრაზმმა ამით მძიმე შეცდომა დაუშვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ მისმა ქალიშვილმა უამბო, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმელები გასროლის შემდეგ.

წაიკითხეთ: "ბინიდან, სადაც ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია ხელშეკრულება თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე" - სუს-ი სპეცოპერაციაზე

"ამ ათი დღის განმავლობაში არაფრის თავი არ მქონდა. წუხელ დავსხედით ოჯახი, მეუღლესა და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავიხსენეთ მთავრობის მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული. თავდაპირველად, როცა ამ სპეცრაზმელებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ნეტავ რატომ და რისგან ელოდნენ ასეთ საფრთხეს ჩემს ოჯახში. იმ პერიოდში ყველა კანკალებდა და ცახცახებდა. გასროლის შემდეგ ჩემი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა...

ამ დროს ხმა ამოდიოდა, რომ სპეცრაზმელები ერთიმეორეს აგინებდნენ და იარაღის წართმევას ცდილობდნენ. ყოველთვის ვიძახდი, რომ მათ ტელეფონი ხელყუმბარაში აერიათ და იმიტომ განახორციელეს სროლა. ამის გამო კი ერთმანეთში დაიწყეს დავა. ამაში ვარ დარწმუნებული და ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ აღიზიანებენ ხალხს და თქვან სიმართლე, თუ არადა, ამას მე მაინც დავამტკიცებ. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: როგორ გადაადგილდებოდნენ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თბილისში - სუს-ი ვიდეომასალას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ