ქუთაისში 22 წლის გოგო ყოფილმა მეუღლემ სცემა

 ქუთაისში 22 წლის გოგო ყოფილმა მეუღლემ სცემა

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას ითხოვს.

ძალადობის მსხვერლი ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდა.

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას ითხოვს. დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული პირი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. "სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ. ბ., რომელმაც მის ყოფილ მეუღლე მ. გ.-ს და ყოფილი მეუღლის მამას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ. ბ.-ს წარედგინა ბრალდება, რის შემდეგაც ქუთაისის პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გ. ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ გ.ბ. გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინტერპრესნიუსი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ