რუსთავში წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

რუსთავში წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

რუსთავში წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს.

ეკლესიიდან წაღებულია მესანთლის სეიფი, შემოწირულობები, ძვირფასეულობა, გახსნილია ტაძარში არსებული გასაყიდი ნივთების ყუთიც, საიდანაც ძვირფასი ნივთებია წაღებული.

წინასწარი ინფორმაციით, ქურდობა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. ტაძარი 20.00 საათისთვის იკეტება, ძარცვის ფაქტი კი, დილის 05.00 საათზე აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ეკლესიის ტერიტორიაზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მძარცველებმა ტაძრის უკანა მხარეს გისოსი გამოგლიჯეს და ტაძარში სადიაკვნოდან შევიდნენ.

დღეს დილიდან ტაძრის ტერიტორიაზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ