დაპირისპირება გორის ერთ-ერთ რესტორანში - პოლიციელი ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული

დაპირისპირება გორის ერთ-ერთ რესტორანში - პოლიციელი ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით სამედიცინო ცენტრ ,,გორმედშია" მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პატრულ-ინსპექტორს, რომელიც გორის ერთ-ერთ რესტორანში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება გვერდზე სუფრაზე მყოფ მოქალაქესთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პირადი ანგარიშსწორება გახდა, რომელიც წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, თვითმხილველები ყვებიან, რომ მოქალაქე პოლიციელს წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო გაუსწორდა.

იხილეთ ვიდეო: "ცეკვის დროს მოხდა შელაპარაკება" - რას ამბობს თვითმხილველი რესტორანში მომხდარ ჩხუბზე, სადაც პოლიციელს გამოწერილი ჯარიმის გამო სცემეს

როგორც „ინტერპრესნიუსს“,,გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ მაისურაძემ განუცხადა, პაციენტი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" სტაციონარში ყბის ძვლის დაზიანებით შეიყვანეს. დღეს მას ოპერაცია გაუკეთდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ,,გორმედის" ექიმები სტაციონარიდან მისი გაწერის მიზანშეწონილობაზე ხვალ იმსჯელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სხვა დეტალებს შსს-ში არ აკონკრტებენ. მათი განმარტებით, დეტალებს გამოძიება დაადგენს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ