თვითმხილველების ინფორმაციით, ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თვითმხილველების ინფორმაციით, ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თვითმხილველების ინფორმაციით, ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო "24.კგ" იუწყება, ამგვარ მონაცემებს თვითმხილველები ასახელებენ.

თვითმხილველების განცხადებით, მხოლოდ ქალაქ ოშში დარბევებისას 1500-დან 2000 უზბეკი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით კი, დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია. კერძოდ, ოშის ოლქში 94, ჯალალ-აბადის ოლქში კი, 43 ადამინი დაიღუპა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს 1762-მა ადამიანმა მიმართა, საავადმყოფოებში 826 ადამიანი მოათავსეს, 798-ს კი ამბოლატორიული დახმარება აღმოუჩინეს.

ყირგიზეთის ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარება თანდათანობით სტაბილური ხდება.

მხარის გუბერნატორის, ბეკტურ ასანობის განცხადებით, გასულმა ღამემ მშვიდად და სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დილის 08:00 საათიდან ქალაქში რამდენიმე სავაჭრო პავილიონმა დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვის უკონტროლო რჩება ვითარება მიმდებარე სოფლებში – ფურკატსა და ნარიმანში.

ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მოროდიორობის ფაქტები.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?