რა მდგომარეობაშია 17 წლის მოზარდი, რომელმაც ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

რა მდგომარეობაშია 17 წლის მოზარდი, რომელმაც ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

17 წლის ახალგაზრდას, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ხელვაჩაურში თვითდაზიანება მიიყენა, ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ, - ამის შესახებ კლინიკა "მედინაში" "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, კონტაქტურია.

"პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადავიყვანთ და შემდგომი მკურნალობა პალატაში გაგრძელდება. პაციენტი უკეთ გრძნობს თავს კონტაქტურია", - აცხადებენ კლინიკა "მედინაში".

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს უკავშირებენ. მათი თქმით, მოზარდს ხელზე ნაკაწრები ჰქონდა. კლინიკა "მედინაში" მოთავსებულ ახალგაზრდას სახის არეში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მუხლით გამოძიებას აწარმოებს.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს

"ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა" - ამირან გამყრელიძე Covid-19-ის ახალ შემთხვევბსა და რეგულაციების გამკაცრებაზე

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან