ვინ არის ავტორი, რომელსაც 214 რომანი აქვს დაწერილი და მისი რომანები წუთში ერთხელ იყიდება?

ვინ არის ავტორი, რომელსაც 214 რომანი აქვს დაწერილი და მისი რომანები წუთში ერთხელ იყიდება?

"ვუძღვნი დედაჩემს, რომელიც ყველაფერს აგროვებდა და მამაჩემს, რომელიც ყოველთვის ალაგებდა ოთახს" - ასეთია ეპიგრაფი ნორა რობერტსის რომანისა "კოლექციონერი", რომელიც ქართულ ენაზე ახლახანს ითარგმნა. რომანი "პალიტრა L-მა" გამოსცა სერიის "წლის ბესტსელერის" ფარგლებში. თარგმანი კი კონსტანტინე შარვაშიძეს ეკუთვნის.

რომანმა მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსოფლიო მასშტაბით. მას დადებითად აფასებენ ლიტერატურის კრიტიკოსებიც.

„პიროვნულად ძლიერი, თუმცა წინააღმდეგობებით აღსავსე შეყვარებული წყვილი, ოსტატურად დახატული უარყოფითი პერსონაჟები - ულამაზესი სოციოპათი მკვლელი და უგულო განდეგილი-მილიონერი - ფაბერჟეს შედევრის დაწვრილებითი ისტორია და სიუჟეტი, რომელიც მკითხველს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. „კოლექციონერი" რობერტსის კიდევ ერთი სანიმუშო რომანია" - სწორედ ასე ახასიათებს რომანს Library Journal.

„შთამბეჭდავი, ამაღელვებელი რომანია - მოხერხებულად მოეწყვეთ და დატკბით" - გირჩევთ New York Times. Sunday Times კი გაფრთხილებთ - „გაჩერება არ მოგინდებათ, სანამ არ დაასრულებთ".

რაც შეეხება ნორა რობერტსს, ის ნიუ-იორკის #1 ბესტსელერების ამერიკელი ავტორია. რობერტსი პირველი მწერალია, რომელსაც აქვს თითქმის ყველა არსებული ჯილდო რომანტიკული ჟანრის რომანებისთვის. მის 214 რომანს შორის განსაკუთრებით პოპულარულია სერია დეტექტივ ევა დალასის შესახებ, ფსევდონიმით ჯეი. დი. რობი. დღესდღეობით გაყიდულია ნორა რობერტსის 500 მილიონზე მეტი წიგნი. პირველი ავტორია, ვინც RWA-ს „დიდების დარბაზში" შეიყვანეს. დაჯილდოებულია RWA Lifetime Achievement Award-ის პრემიით; სხვადასხვა დროს მიღებული აქვს პრემიები: Quill Award ნომინაციაში „წლის წიგნი" და RITA Award ნომინაციაში „საუკეთესო რომანი სიყვარულზე". ნორა რობერტსის წიგნები 34 სხვადასხვა ენაზე ყოველ 1 წუთში იყიდება. მის ყველა წიგნს თუ დააწყობთ თავიდან ბოლომდე, ის გაიჭიმება ამერიკის მანძილზე, ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე 18-ჯერ.

ნორას თავის მკითხველთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის მკითხველებს ინტერნეტით დაუკავშირდა. საიტს Noraroberts.com 140 000 სტუმარი ჰყავს თვეში.

ქართველი მკითხველი ნორა რობერტსს "კოლექციონერამდეც" იცნობდა. ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია მწერლის კიდევ ერთი რომანი „მატყუარა", რომელიც ასევე "პალიტრა L-მა" გამოსცა.

სერიაში "წლის ბესტსელერი", რომლის ფარგლებშიც "კოლექციონერი" გამოიცა, გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს სთავაზობს. თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს.

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

„ბიბლუსი“ - სანდო პარტნიორი საკანცელარიო კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!