ავტორი:

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს” გუნდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დააჯილდოვა, ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის და წიგნიერების გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია 5 თებერვალს, მწერალთა სახლში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი ტრადიციულად გაიცა „წლის წიგნის ქომაგის“ ჯილდო.

პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.

„წიგნების თაროს“ გუნდს ჯილდო გადაეცა:

ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის - “წიგნების თაროს” 23 გამარჯვებული ახალგაზრდა გაემგზავრა კემბრიჯში, საზაფხულო სკოლაში. 2016 წელს “წიგნების თარომ” 3 გამარჯვებული სტუდენტი სტამბოლის წიგნის ფესტივალზე გაუშვა.

დღეს “წიგნების თაროს” გუნდში 15 ახალგაზრდაა, 13 სტუდენტი და 2 სკოლის მოსწავლე, ყველა მათგანი ყოფილი თაროელია.

ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის - სხვადასხვა დროს “წიგნების თაროს” გუნდმა 20-ზე მეტი საჯარო ლექცია ჩაატარა თბილისსა და რეგიონებში. გარდა ამისა მოაწყო არაერთი საჯარო თამაში და სხვა ტიპის ინტელექტუალური აქტივობა.

“წიგნების თარო” ეწვია მე-11 პენიტენციურ დაწესებულებას, შეხვდა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, აჩუქა მათ სპეციალურად შეგოვრებული წიგნები და მათთვის ჩაატარა თამაში.

წლების განმავლობაში ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გასცა 3000-ზე მეტი წიგნი, 20-ზე მეტი პლანშეტი, 30-ზე მეტი ლეპტოპი, 50-ზე მეტი სასაჩუქრე ვაუჩერი და უამრავი სხვა პრიზი.

2017 წელს “წიგნების თაროს” ეგიდით მოეწყო პროექტი “მოსწავლეების არჩევანი”, რომელშიც მოსწავლეებმა მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღეს, საყვარელი თანამედროვე ქართული ნაწარმოების გამოსავლენად.

2019 წელს “წიგნების თარომ” მოაწყო წიგნების კითხვის ფესტივალი - “მთელი გაზაფხული ერთ დღეში”, ამიერიდან პერმანენტული ღონისძიება, ყოველი წლის მაისში.

2019 წელს ამოქმედდა „წიგნების თაროს“ აპლიკაცია #წიგნებისთარომედია, რომელიც ინტელექტზე და წიგნიერებაზე ორიენტირებული პირველი ინტერაქტიული მობილური მედიასივრცეა ახალგაზრდებისთვის.

2016 წლიდან ეთერში გავიდა 7 სასკოლო და 3 სტუდენტური სეზონი. გადაცემაში მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ. სულ შედგა 272 გადაცემა.

4 წლის განმავლობაში “წიგნების თარომ” მოიცვა 10 რეგიონი, 150-მდე სკოლა და 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი.

როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ

ორმეფობის ხანა საქართველოში და ორი დავითის შესახებ დეტალურად მოთხრობილი ისტორია

"ბიბლუსი გალერეაში", წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, პაატა ცანკაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება