თბილისის უბნები და სოფლები, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის უბნები და სოფლები, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ასათიანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."