რაზე ისაუბრეს გოგაძემ და უკრაინის გენპროკურორმა - პროკურატურის განცხადება

რაზე ისაუბრეს გოგაძემ და უკრაინის გენპროკურორმა - პროკურატურის განცხადება

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

"საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."