მოვაჭრეები ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ

მოვაჭრეები ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ. დილიდან ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები სრული დატვირთვით აგრძელებენ მუშაობას.

ბაზრის ადმინისტრაცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. მოვაჭრეების თქმით კი, სამსონ (სოსო) ქუთათელაძეს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე, რომელმაც დაინახა თუ როგორ შედიოდა სამსონ ქუთათელაძე ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ ოფისში.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები ბაზრობის თანამშრომლების გამოკითხვას აწარმოებენ.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ