"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს.

როგორც ორაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ქვლივიძეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა წარედგინოს.

"როგორც მითხრეს, სასამართლო იყო დახურული. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა. არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ასეთი მუხლით ბრალდებული ადამიანი გათავისუფლდეს. ვინ აგებს ამ ადამიანზე პასუხს, რამე რომ მოახდინოს?! მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ არასწორი ბრალდებები წაუყენა ბრალდებულს. ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით", - განაცხადა ორაშვილმა.

მისივე თქმით, ინციდენტის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა.

"ეს ადამიანი რომ მოხვედრილიყო კლუბში, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. დაცვის ერთ-ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი. დაჭრილია დაცვის ორი წევრი. ერთი დაჭრილია თავის არეში, რომელსაც სამი ფენა ნაკერები ადევს თავზე. დაცვის ერთი წევრი გულთან ახლოს ხელშია დაჭრილი. ხელის არტერია აქვს გადაჭრილი და სისხლისგან გვეცლებოდა. დაიგვიანა სასწრაფომაც და ბევრი სისხლი დაკარგა. მესამე დაჭრილი არის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გადაეფარა ჩვენს დაცვის უფროსს. ქვლივიძე იყო კიდევ ერთ ადამიანთან, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიესაჯა", - განაცხადა ორაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზეც.

"არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ამოაბრუნა ყველაფერი. გამოჩნდა ორი სტრუქტურის ერთმანეთისადმი უნდობლობა. პოლიციელის ბედს ვინ იცავს ამ ქვეყანაში?! მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში პოლიციელის უფლებები დაცული არ არის. ყველა საუბრობს, რომ პროკურატურის მოთხოვნაც არასწორი იყო, როდესაც ის 4 წელს ითხოვდა და როგორ შეიძლება ასეთ დანაშაულზე 4 წელი მოითხოვო და რატომ არ იყო განზრახ მკვლელობაზე მუხლი წაყენებული, როდესაც სამი ადამიანია დაჭრილი?! მე არ ვიცოდი აქამდე ეს ადამიანი, შემდეგ გავიგე, რომ იყო პრივილეგირებული ოჯახის წევრი და სარგებლობს გავლენებით და ზუსტად ეს დგას ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების უკან და სამართალზე მაღლა", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: "ხანჯლით მომართული ადამიანი აწყობს სისხლისღვრას კლუბის შესასვლელთან" – ნაჯა ორაშვილის და თამაზ ქვლივიძის ადვოკატის დაპირისპირება

შეგახსენებთ, კლუბ "ბასიანზე" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ