რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის უნიკალური კოლექცია და ელიტური სახლი ექსკლუზიური ავეჯით

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის უნიკალური კოლექცია და ელიტური სახლი ექსკლუზიური ავეჯით

მომღერალი, გემოვნებიანი ქალბატონი, ელიტური ქრონიკების გმირი მირანდა მირიანაშვილი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და დღესდღეობითაც ბევრ დროს ატარებს რუსეთში, ასევე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს მეუღლესთან - ლეონიდ ოგარევთან ერთად. თუმცა წელიწადზე მეტია, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა - ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. მათ მირანდა საქართველოში ზრდის და ამის გამო ბოლო პერიოდში სამშობლოში დიდ დროს ატარებს.

მირანდამ და მისმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ რუსულ გამოცემა ARTANDHOUSES-ს უმასპინძლეს და ქალბატონმა მირანდამ თავის სახლსა და კერძო კოლექციაზე ისაუბრა. გთავაზობთ ფოტოებს და მცირე ამონარიდს მისი ინტერვიუდან.

- ელიტური ქრონიკების ცნობილი პერსონაჟი ხართ, მაგრამ თქვენი თანამედროვე ხელოვნების უნიკალური კოლექციის შესახებ ბევრმა არ იცის. რამ გიბიძგათ, რომ კოლექციონერი გამხდარიყავით?

- მე და ჩემს ქმარს სახლის კარი ღია გვაქვს ელიტური წვეულებებისთვის, მიღებებისთვის, თემატური საღამოებისთვის, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები ყველასთვის ცნობილია, ვერ ვიტყვი, რომ უცნობია ჩვენი ეს გატაცება. უბრალოდ, პროფესიონალურად არ ვართ ამით დაკავებული. მე მაინც ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს კოლექციონერს, თუმცაღა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნამუშევრები გვაქვს უკვე. ვშიშობ ჩვენს მონაგარს ვუწოდო "კოლექცია", ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

- რამდენი ნამუშევარი გაქვთ?

- ხუთასზე მეტი. ლეონიდს აქვს ვლადიმირ იაკოვლევის და სხვა ნონკონფორმისტების დიდი კოლექცია. მათ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იძენდა და ვერც აცნობიერებდა, რომ ეს კოლექციის შეგროვება იყო... განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია