ავტორი:

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

ამერიკაში მცხოვრებ ალექსანდრე ზაზარაშვილს გამორჩეული ცხოვრება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არასრულწლოვანია, მის შემოქმედებით ბიოგრაფიას აქვს ბევრი გამორჩეული ფურცელი, რომელიც საერთო ეროვნულ სიამაყედ უნდა ვაღიაროთ. სანდრო არ აპირებს შეჩერებას და მიღწეულით დაკმაყოფილებას. სახელოვნებო პარნასზე მეტად წინსვლას აპირებს და მოკლე ხანში კიდევ ერთი წარმატებით გვასახელებს.

- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა უკრაინის ბავშვთა "ვოისის" გამარჯვება იყო 2019 წელს. ჩემი პირველი სიმღერა გახლდათ "ლალე", რომელიც ჩემი სოფლის სამუსიკო გუნდთან ერთად შევასრულე. მაშინ ყველაზე პატარა წევრი ვიყავი იმ გუნდის, რომელთა შორის შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემი და იყო გუნდის წევრი და 3 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა საყურებლად წამიყვანა, მაგრამ იმდენად კარგად ავყევი გუნდში ბავშვებს, რომ მასწავლებელმა სახლში აღარ გამიშვა. წინა რიგშიც დამაყენა. სოლო ყოველთვის მე მხვდებოდა ხოლმე. მახსოვს, პირველად ფესტივალზე რომ გაგვიშვეს, გავიმარჯვეთ და მთელი დღე დიპლომს ხელს არ ვუშვებდი, ვიდრე არ მომატყუეს, რომ ბუა მოვა და წაიღებსო... ეს იმისთვის, რომ არ გამეფუჭებინა.

- საყვარელი სიმღერა..

.- ყოველკვირა თუ არა, ყოველ თვეში მაინც მეცვლება საყვარელი სიმღერა. მე ვფიქრობ ჩემი იღბლიანი სიმღერა სელინ დიონის All By Myself არის, რადგან მან უდიდესი წარმატება მომიტანა ცხოვრებაში...

- გამორჩეული კომპოზიტორი...

- გამორჩეული კომპოზიტორი დღევანდელი ინდუსტრიიდან არის ალისია კეისი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: "როდესაც სიმღერის წერას ვიწყებ, ენერგიები სხვა სამყაროში მაგდებს. ვერ ვიგებ, სად ვარ, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, იქიდან რა გამომივა, არის "ეს" და "ეს" არის ის, რასაც მე ვეძახი მაგიასა და ჯადოქრობას". მეც ვწერ სიმღერებს და ვიცი, ეს ყველაფერი რასთანაა დაკავშირებული.

- შემოქმედებითი ბიოგრაფიის ყველაზე წარმატებული მომენტი ამერიკამდე, რომელმაც საზოგადოებრივი აღიარება მოგიტანა...

- ისევ და ისევ უკრაინის საბავშვო "ვოისში" გამარჯვება, რაც მანამდე ვერც წარმომედგინა! იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ და უკან მწევდნენ. ყველგან "მბლოკავდნენ", რადგან მე არ მყავს დიდი კომპანიების მეპატრონე მამიკო ან დედიკო. ზუსტად იმიტომ, რომ უბრალო და პატიოსანი ოჯახიდან მოვდივარ, ეს მწევდა უკან ქართულ სატელევიზიო პროექტებში. ჩემთვის საქართველოში მიუღწეველი იყო ის წარმატებები, რასაც მივაღწიე სხვაგან. სამშობლოში "დაბლოკვის" შემდეგ მე დამასახელეს ტოპათეულის საუკეთესო ვაჟ მომღერლებს შორის პირველ ადგილზე. ბევრი სხვა ასეთი ჯილდოც იყო მერე... არასოდეს შემშინებია, არასოდეს დამიყრია ფარ-ხმალი. მინდა, არც სხვებს გაუტყდეთ გული. საქართველოში ათასობით უნიჭიერესი მომღერალი კონკურსიდან კონკურსებზე მიდის, მიუხედავად იმისა, რომ "ბლოკავენ". სხვა გზა არ არის, მეგობრებო, უნდა გავძლიერდეთ და ერთად შევქმნათ საქართველოს დღევანდელი კულტურა! წაიკითხეთ სრულად

ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ულამაზესი ქალიშვილი ანა - მოდის სამყაროში, თაკოს შემდეგ, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე

"თხემით ტერფამდე არტისტები იყვნენ" - 3 ქართველი მსახიობი ქალი, რომლებსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდათ