ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს

ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს

ტაქსაობა საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს.

დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1 000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით.

ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი - საქართველოში ამ და სხვა საქმიანობით მილიონზე მეტი კაცი ირჩენს თავს. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ჯამურად ამ ბიზნესებში წელიწადში 200-300 მილიონი ლარი ბრუნავს და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას აკისრებს, ბიუჯეტში შენატანს, ფაქტობრივად, არავინ აკეთებს. ხელისუფლება წვრილ "ჩრდილოვან ბიზნესს", სადაც ჯამში მილიონები ბრუნავს, არ არეგულირებს, რადგან მას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, 2 021 000-კაციანია. "საქსტატის" ბოლო მონაცემებით, აქედან დასაქმებულია 1 779 900, საიდანაც 753 400 დაქირავებულია, ხოლო 1 018 100 - თვითდასაქმებული. 2015 წელს ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 2,05 მილიარდი ლარი მიიღო, 2016 წლის სამ კვარტალში კი - 1,49 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადს,

ძირითადად, დაქირავებით დასაქმებულები იხდიან, ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი სწორედ მათ ხარჯზე ივსება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაურეგულირებელ სფეროში წელიწადში დაახლოებით 200-300 მილიონი ლარი ტრიალებს, გამოდის, თვითდასაქმებულთა დაუბეგრაობით ბიუჯეტი არაერთ მილიონს კარგავს გადასახადების სახით.

"ტაქსაობა" საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის მერია მუშაობს ტაქსების რეგულირების სქემაზე, რის შემდეგაც ამ საქმიანობით დაკავებულ პირთ განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, არ არის გამორიცხული, მოსაკრებელიც დაუწესდეთ. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."