ჭანტურიას სახლში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს - სამართალდამცველები სახლს ჩხრეკენ

ჭანტურიას სახლში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს - სამართალდამცველები სახლს ჩხრეკენ

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ამ დროისთვის გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახება გიორგი ჭანტურიას მამის ზურაბ ჭანტურიას შეუძლოდ ყოფნის გამო გახდა საჭირო.

საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციელები ამ დრომდე რჩებიან და ჩხრეკას აწარმოებენ. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში თბილისში, მცხეთის ქუჩაზე.

შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ