რას ყვება გიორგი ჭანტურიას მეუღლე გამოკითხვის შემდეგ

რას ყვება გიორგი ჭანტურიას მეუღლე გამოკითხვის შემდეგ

გიორგი ჭანტურიას მეუღლის, ანი ხურციას განცხადებით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის დროს გამომძიებელმა მას ძირითადად სტანდარტული კითხვები დაუსვა.

”გამომძიებელმა მკითხა, იცნობდა თუ არა ჩემი მეუღლე სამსონ ქუთათელაძეს და ბოლოს როდის შეხვდა მას და რა ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მეუღლეს ქუთათელაძესთან”, - განაცხადა ანი ხურციამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნა ამოღებული დღეს მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ანი ხურციამ განაცხადა, ის ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს.

ამ დროისთვის გამოკითვაზე იმყოფებიან გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ