ბერძენიშვილს, რომელსაც ჩატაევის დახმარებისთვის დააკავეს, დღეს ბრალს წარუდგენენ

ბერძენიშვილს, რომელსაც ჩატაევის დახმარებისთვის დააკავეს, დღეს ბრალს წარუდგენენ

ტერორიზმის დაფინანსებისთვის დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს დღეს, 17:00 საათზე წარუდგენენ. როგორც დაკავებულის ადვოკატმა მაია სირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა "მოდულის შენობაში" მოხდება და ბრალის წარდგენას ადვოკატებიც დაესწრებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა გუშინ, თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ