"ბახალას" პროცესის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს

"ბახალას" პროცესის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, რეჟისორი თორნიკე ბზიავა და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი დააკავეს.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები პირად საუბარში აცხადებენ, ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

იხილეთ ვიდეო სასამართლოდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ