დავით შუკაკიძეს ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს - გამოძიება ჯგუფურად ცემის მუხლით დაიწყო

დავით შუკაკიძეს ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს - გამოძიება ჯგუფურად ცემის მუხლით დაიწყო

"ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ დავით შუკაკიძეზე თავდასხმის გამოძიება ჯგუფურად ცემის მუხლით დაიწყო.

შუკაკიძის ინფორმაციით, მას თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა. შუკაკიძე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

„მე ვარ ყინწვისის სპეცოპერაციის მსხვერპლი, პოლიტპატიმარი. ყინწვისის თემაში სოსო გოგაშვილი ჩვენს ჯგუფში იყო ჩანერგილი. რატომღაც ის დარჩა მსჯავრის გარეშე. ის იყო ინფორმაციის გამტანი და მომტანი ჩვენთან. მე ვამხილე ამ ფაქტში სოსო გოგაშვილი", - განუცხადა შუკაკიძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალში", სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

დავით შუკაკიძეს თავს გუშინ, მის საცხოვრებელ სახლთან, ლერმონტოვის ქუჩაზე დაესხნენ. დაშავებულს სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."