"კალაძეს ვურეკავ და არ მპასუხობს..." - რა თანხას იხდის დავით სოკოლოვი ყოველთვიურად მოხუცთა ჰოსპისში

"კალაძეს ვურეკავ და არ მპასუხობს..." - რა თანხას იხდის დავით სოკოლოვი ყოველთვიურად მოხუცთა ჰოსპისში

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სიუჟეტს, საიდანაც გავიგეთ, რომ "მოამბის" ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს.

სოკოლოვი მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად მოხუცთა ჰოსპისში 8 წელია ცხოვრობს. ქალბატონი დალი მწოლიარეა, 5 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მას მერე ქმარი უვლიდა. სანამ მასაც ზურგის ტვინის ინსულტი არ განუვითარდა, რამაც ცოტა ხნით საწოლსაც მიაჯაჭვა. ახლა ყოფილი დიქტორი ხელჯოხით დადის და ოცნებობს ქალაქში გასეირნება შეძლოს.

სოკოლოვის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ "ბატონი დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემაც მოწესრიგდება და მოგვარდება", თუმცა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში დავით სოკოლოვი საპირისპიროს ამბობს.

ყოფილ დიქტორს და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ, მამა მათ ვერ ავალდებულებს, რადგან ორი ავადმყოფი მშობლის მოვლის საშუალება არა აქვთ. ერთადერთი ვისაც ემდურის, დედაქალაქის რამდენჯერმე შეცვლილი მთავრობაა, რომელსაც კანონით ევალებოდა, სამოქალაქო ომის დროს დამწვარი სახლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართი მიეცა.

ჟურნალმა "სარკემ" დავით სოკოლოვთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- 1998 წლიდან ბინას ველოდები... 2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავის ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე. დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე და 5-ჯერ მაინც შევხვდი. მასთან გაგზავნილ წერილებზე, პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ.

...კალაძეს ვურეკავ და არ მპასუხობს. მესიჯიც მივწერე პირად ნომერზე - ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მინდა, დღეში 30-ჯერ რატომ გირეკავთ-მეთქი.

- აქ თანხას იხდით? წაიკითხეთ ვრცლად

ჟურნალი "სარკე"

რუსუდან ადვაძე

საქართველოში 25 000 კილო დაავადებული კარტოფილი შემოვიდა - შემოსავლების სამსახურის ცნობით, ის ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება

მეწყერში მოყოლილი მოზარდის მოსაძებნად სამუშაოები გრძელდება, ასევე ეძებენ მდინარეში დაკარგულ მამაკაცს - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი

"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით