ავტორი:

მეწყერში მოყოლილი მოზარდის მოსაძებნად სამუშაოები გრძელდება, ასევე ეძებენ მდინარეში დაკარგულ მამაკაცს - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი

მეწყერში მოყოლილი მოზარდის მოსაძებნად სამუშაოები გრძელდება, ასევე ეძებენ მდინარეში დაკარგულ მამაკაცს - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი

რთული რელიეფიდან გამომდინარე მეწყერსაშიში ზონაა და შესაბამისად რთულია სამუშაოები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სოფელ ჯოჭოში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად სამძებრო სამუშაოები მეორე ლოკაციაზეც მიმდინარეობს, სადაც 61 წლის მამაკაცი მდინარეში გაუჩინარდა.

"მთელი ღამის განმავლობაში ჯგუფები აქტიურად მუშაობდა და ამ ეტაპზეც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს მოზარდის მოძებნა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, მეწყერსაშიში ზონაა და რთული სამუშაოა.

რაც შეეხება მეორე ლოკაციას, ასევე დაკარგულ მოქალაქეს ვეძებთ , აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს",- აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არასრულწლოვანს არ იპოვიან.

გუშინ დამეწყრილ ტერორიაზე 20 საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.

პარალელურად სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცი არის გაუჩინარებული. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიერ წაღებული მსუბუქი ავტომობილიდან ერთმა ადამიანმა გადასვლა შეძლო, ხოლო მძღოლი გაუჩინარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ დამეწყრილ ტერორიაზე 20 საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.

პარალელურად სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცია გაუჩინარებული.

"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა