რა ქონებას ფლობს დეპუტატი ირმა ინაშვილი

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ირმა ინაშვილი

დეპუტატ ირმა ინაშვილის ანაზღაურებამ 2017 წლის განმავლობაში 76 065 ლარი შეადგინა.

დეპუტატის მიერ მიმდინარე წლის 12 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ინაშვილი ფლობს დედაქალაქში 330 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 2 100 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს სოფელ ბაზალეთში და 43, 49 კვ. მეტრი ფართობის ბინას ლიკანში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი NISAN ARMADA, რომელიც გასულ წელს 14 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატი იყო შპს "კომპანია ეკონომ X"-ის 50%-იანი წილის მფლობელი, რომელიც დეკლარაციის თანახმად, მინიმუმ 10 წელია აღარ ფუნქციონირებს. ინაშვილი ასევე შპს "მედია-სახლი ობიექტივის" 28%-იანი წილის მფლობელიც იყო. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მისი გადახდისუუნარობის (გაკოტრება) საქმისწარმოება მიმდინარეობს. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."