ილონ მასკს 10 წელი ხელფასს არ გადაუხდიან

ილონ მასკს 10 წელი ხელფასს არ გადაუხდიან

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ, მისი დამფუძნებლისთვის ხელფასისა და ნებისმიერი სახის ჯილდოს გადახდის ახალი სისტემის შესახებ გამოაცხადა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, ახალი სისტემა ითვალისწინებს ილონ მასკისთვის გაწეული სამსახურის ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია მიაღწევს დასახულ მიზნებს, რომელიც გაწერილია მომდევნო 10 წელიწადზე. გეგმის თანახმად კი კომპანიის კაპიტალიზაციამ უნდა შეადგინოს 650 მილიარდი დოლარი.

"ილონი ვერ მიიღებს გარანტირებულად ვერც ხელფასს, ვერც დანამატს, ვერც აქციებს, სანამ განსაზღვრული დრო არ გაივლის" - ნათქვამია განცახდებაში.  განაგრძეთ კითხვა

"მთელ ჩემ ქონებას ვყიდი, სახლი აღარ მექნება... ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი" - ილონ მასკი

"კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა" - რას ფოტოებს აქვეყნებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა