ავტორი:

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება და ის იქნება მანამდე, სანამ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ ექნება - ამის შესახებ მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში წერია, რომელსაც Bloomberg.com აქვეყნებს.

იმის გამო, რომ ვირუსს აქვს უნარი გავრცელდეს ისეთი ინფიცირებულისგან, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის გაკონტროლება უფრო რთულია და უკანასკნელი პანდემიების ისტორიაში შესაძლოა, ეს ყველაზე რთული შემთხვევა იყოს, ნათქვამია მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის კვლევის დასკვნაში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფლიოში მილიონობით ადამიანი სახლში დარჩა და ვირუსის გავრცელების რისკი მთავრობებმა შეაფერხეს, თანდათან ბიზნესებს და საჯარო დაწესებულებებს გახსნის ნებას რთავენ. მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის ტალღებმა 2022 წლამდე გადაუაროს მსოფლიოს.

"პანდემია მალე არ დასრულდება და ადამიანებს სჭირდებათ მომზადება დაავადების ხელახალი აფეთქებებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. გლობალური მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ვირუსით 3 327 424 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 234 713 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 052 630 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, მსოფლიოს ქვეყნების პირველი ათეული ასეთია: აშშ, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, რუსეთი, ირანი, ბრაზილია.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტრამპს გაუგზავნეს ამანათი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა - რას იუწყება CNN გამოძიებაზე?

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის