პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ კომენტარს აკეთებს

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ კომენტარს აკეთებს

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა

მიაყენა, მის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება თენგიზ გავაშელმა მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა.

გავაშელი მიმალვის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" გავაშელის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ დღემდე უცნობი იყო, რომ პირი, ვისთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა, პროკურატურის თანამშრომელი იყო.

"თენგიზ გავაშელმა განცხადება უკვე ჩააბარა მთავარ პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადების შესახებ ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. ის განმარტავს, რომ არსად არ იმალება და მზადაა გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში ნებისმიერ დროს", - განაცხადა აბესაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ