გროზნოს მერი სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს - საქართველოში ტურისტული მიზნით ჩავედი

გროზნოს მერი სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს - საქართველოში ტურისტული მიზნით ჩავედი

გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, საქართველოში ის შვებულებაში ყოფნის დროს, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"2018 წლის 9 იანვრიდან მე ოფიციალურ შვებულებაში ვიმყოფები, საქართველოში კი ტურისტული მიზნით ჩავედი. მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ", - განაცხადა ხუჩიევმა.

გროზნოს მერი "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო, თუმცა მას საქართველოში ყოფნის მიზეზებზე არ უსაუბრია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუსლიმ ხუჩიევს შეხვედრები თბილისსა და ბათუმში ჰქონდა, თუმცა ვის შეხვდა და რა თემაზე ესაუბრა, უცნობია.

წაიკითხეთ ასევე: რისთვის ჩამოვიდა საქართველოში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი მუსლიმ ხუჩიევი?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."