ელტონ ჯონი დაგეგმილ გასტროლებს არ გადადებს

ელტონ ჯონი დაგეგმილ გასტროლებს არ გადადებს

ბრიტანელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის, ელტონ ჯონის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებში გასტროლებს მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაასრულებს, იქამდე კი 300 კონცერტს გამართავს. როგორც მან ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 3 წლის შემდეგ გასტროლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მან "ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების" გამო მიიღო.

"ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემი შვილები, მეუღლე და ოჯახი. ვფიქრობ, ეს სწორი მომენტია იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თაყვანისმცემელს მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგ კი დავემშვიდობო მათ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, თუ 300 კონცერტის გამართვას ვგეგმავ, ესე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია", - განაცხადა ელტონ ჯონმა.

გუშინ გამოცემა "დეილი მირორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ელტონ ჯონი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ქვეყნებში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის ზაფხულისთვის გადაიდო. ბრიტანელი მომღერლის კონცერტი "ბლექ სი არენაზე" ივნისშია დაგეგმილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."