რა დეტალები გაამხილა ადვოკატთან პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა

რა დეტალები გაამხილა ადვოკატთან პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვი ადვოკატთან ალაპარაკდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუდასტურა, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ და დაკავებულ პირებს იცნობდა.

კუბლაშვილის განმარტებით, ალდამოვი ამბობს, რომ სამი პირი, რომელთაგან სპეცოპერაციისას ორის ლიკვიდირება, ხოლო ერთის დაკავება მოხდა, დუისში გაიცნო, თუმცა მათი მიზნების შესახებ არაფერი იცოდა.

"რუსლან ალდამოვმა უკვე დაიწყო მოყოლა გარკვეული დეტალების. თემირლანი და რუსლანი მეზობლები იყვნენ და ეს ბიჭები ამ უბანში ტრიალებდნენ. დუისში ყველაზე დიდი ფეხბურთის მოედანია და სულ იქ თამაშობდნენ ეს ბიჭები. იქ გაიცნო რუსლანმა ეს ადამიანები. საუბარია თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იმ ორ ბიჭზე და ასევე დაკავებულზე. რაც შეეხება ჩაატაევს, მას პირადად საერთოდ არ იცნობდა და შესაბამისად, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის აქ იყო. ეს ბიჭები არაფერზე ისეთზე, რაც საეჭვო იქნებოდა, არ ლაპარაკობდნენ და არ იციან, რა მიზნებით იყვნენ ჩამოსული საქართველოში", - განაცხადა ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატი ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ რუსლან ალდამოვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღესაც მოინახულებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ